ამირან გამყრელიძე - მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებიდან 6217 ადამიანია გატესტილი და სულ 3 დადებითი შემთხვევაა იდენტიფიცირებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე 15 ათასამდეა ტაქსის მძღოლია გატესტილი და მათგან კორონავირუსი 0,6%-ს დაუდასტურდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 ათასი ადამიანია გატესტილი და 0,6%-ია დადებითი შემთხვევა.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, 7 ათასამდე რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი.

„მოგეხსენებათ, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ჯგუფები რაც დაემატა, ტაქსის მძღოლებიდან უკვე 15 ათასამდეა გატესტილი და 0,6%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 ათასი ადამიანია გატესტილი და 0,6%-ია დადებითი. 7 ათასამდე რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,3%-ია დადებითი. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებიდან 6217 ადამიანია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი შემთხვევა, სულ 3 დადებითი შემთხვევა არის იდენტიფიცირებული. სკოლის პედაგოგებიდან გატესტილია 6200 ადამიანი და 0,3%-ია იდენტიფიცირებული“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეპიდვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

„პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: მოლების და სავაჭრო ცენტრების 6217 თანამშრომლიდან ვირუსი მხოლოდ 3 შემთხვევაში დადასტურდა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა