ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით შესაძლო რეინფიცირებასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაზე ლაბორატორიული, მათ შორის, გენეტიკური კვლევები გრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, კორონავირუსის შესაძლო რეინფიცირებასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაზე ლაბორატორიული, მათ შორის, გენეტიკური კვლევები გრძელდება. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში, ახალი შტამის არსებობა გენეტიკურად მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

"ჩვენთან მიმდინარეობს კვლევები, ყველა ლაბორატორიას აქვს შესაბამისი ინსტრუქცია დაგზავნილი, როდის შეიძლება ვივარაუდოთ ახალი შტამის არსებობა. ასეთი სამი შემთხვევა გვქონდა. მათგან, ერთ შემთხვევაში გენეტიკურად დავადასტურეთ ახალი შტამის არსებობა. რაც შეეხება რეინფიცრებას, ეს სხვა საკითხია. როცა ადამიანი ერთხელ ინფიცირდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებით, ეს შემთხვევებიც არ არის ბევრი. საქართველოში ჩვენ დაკვირვების ქვეშ გვქონდა 3 ათეულ შემთხვევამდე, იქიდან მოხდა სელექცია. ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება სავარაუდოდ იყოს ერთ შემთხვევაში რეინფიცირება. ბევრი არ დადასტურდა. ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული და მათ შორის, გენეტიკური კვლევა. ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია იყოს რეინფიცირება, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს