ჩინეთმა მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით გაეროს განცხადება დაბლოკა

გაეროს უშიშროების საბჭო მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე ვერ შეთანხმდა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საკითხს მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს.

15-კაციანი საბჭო გაერთიანებული სამეფოს მიერ მომზადებულ განცხადებას 2 საათის განმავლობაში განიხილავდა. განცხადება გმობს მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას და მოუწოდებს სამხედროებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს მიანმარში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და დემოკრატიული ნორმები ყველა მხარემ უნდა დაიცვას.

მედიის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო განცხადებაზე დისკუსიებს კვლავ გამართავს.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა