კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების ჩამოწერა შეუძლებელია, თუმცა ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რაც მსესხებლებს აქვთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების ჩამოწერა შეუძლებელია, თუმცა ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რომლებიც მსესხებლებს აქვთ.

როგორც კობა გვენეტაძემ სესხების გადავადების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საბანკო სექტორი აგრძელებს სირთულეების მქონე მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის შესწავლას და მათზე მორგებული გადახდის განრიგის შეთავაზებას.

„ბანკებს საკმარისი ლიკვიდური რესურსი აქვთ, რომ ამ კუთხით გამოწვევებს უპასუხონ. დეკემბრიდან ეროვნული ბანკის წახალისებით, კომერციულმა ბანკებმა გადავადების მესამე ტალღა დაიწყეს. იმ მსესხებლების შემთხვევაში, რომლებიც შემოსავლების შემცირება-დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ გადახდას და საშეღავათო პერიოდი სჭირდებათ, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს არ სთხოვს მოსალოდნელი დანაკარგის დამატებითი რეზერვის შექმნას. ეს ამ სიტუაციაში აუცილებელია. ხშირად ამბობენ ხოლმე, საერთოდ რატომ არ ხდება ამ სესხების ჩამოწერა. მოგეხსენებათ, რომ გაცემული სესხები არის ვალდებულებებით, რომელიც ბანკს აქვს და მასზე პროცენტის დარიცხვა არ შემცირებულა, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ასეთი ჩამოწერები მოხდეს, მაგრამ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმ სირთულეებს, რომლებიც მსესხებლებს აქვთ და ცდილობენ, რომ გადახდების ახალი განრიგი მოარგონ“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის