დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოტანილი განაჩენი რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვნად არ აისახება

ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ აისახება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ მრავალმხრივია. ქვეყანა ემზადება სექტემბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის, უამრავი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს, იქმნება ახალი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ძალიან მრავალმხრივი პროცესი, ამიტომ, ალბათ საუბარი რაიმე არსებით ზეგავლენაზე არ იქნება,“- განაცხადა პესკოვმა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ-როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა