ირაკლი ზარქუას განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა გამორიცხულია

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა გამორიცხულია.

ზარქუამ ბიზნესჯგუფს მოუწოდა მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ.

„რაც შეეხება ვაკის პარკში მშენებლობას, ჩვენი ადმიანისტრაციის პირობებში გამორიცხულია ვაკის პარკში სასტუმრო აშენდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. იცით, რომ 2013 წელს იყო ნებართვა გაცემული უგულავას მხრიდან. ჩვენ ეს უარვყავით, გავაჩერეთ ეს პროცესი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ორი წლის განმავლობაში ამ ბიზნესჯგუფს შევთავაზეთ არაერთი ადგილი მონაცვლეობისთვის, თუმცა, ისინი უარზე არიან. ბუნებრივია, რომ ვაკის პარკი სულ სხვა ღირებულების, სულ სხვა დატვირთვის მატარებელია, თუმცა, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ინტერესები გაცილებით აღმატებულია. მე მხარს ვუჭერ ბატონი მერის და საკრებულოს იმ მიდგომებს, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არასდროს აშენდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ადმინისტრაციის დროს. ამიტომ მოვუწოდებ შესაბამის ბიზნესჯგუფს, რომ იქნებ როგორმე გამონახონ ძალა თავის თავში და დაუბრუნდნენ იმ მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც არის საუბარი მონაცვლეობაზე, რომ შევჯერდეთ რამენაირად. სასტუმროს მშენებლობა გამორიცხულია ვაკის პარკში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღეში ვაკის პარკი 2021 წლის ბოლომდე სრულად ჩაიკეტება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს აქვს თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და მოწესრიგებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა