გენრი დოლიძე - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "მოქალაქეები"

პარტია „მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ „მოქალაქეების“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ის სხვანაირად ხედავს საერთო მიზნისკენ სავალ გზას.

მისივე თქმით, უბრუნდება სამოქალაქო აქტივიზმს.

„ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "მოქალაქეები", ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.

ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..

მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.

ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და "ბინძურ საქმეში" ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად.

ვაგრძელებ ბრძოლას სხვა ფლანგიდან, ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები შემართებით, რწმენით, მობილიზებით! წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის.

P.S. უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკურ ტრიბუნად ნუ გამოიყენებთ ამ სტატუსს. ვისაც ჩვენი გჯერათ, უბრალოდ, წარმატებები გვისურვეთ“, - აღნიშნავს დოლიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა