კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას

კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

" 15 თებერვლიდან, არამხოლოდ აჭარაში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველა ქალაქში, კვების ობიექტების ფუნქციონირება ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება. აქაც შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტები გააგრძელებენ მხოლოდ „დელივერის", მიტანა და გადატანის სერვისით ფუნქციონირებას",-აცხადებს მაია ცქიტიშივილი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა, ​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ