მაია ცქიტიშვილი თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს თხოვნით მიმართავს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ყველა დადგენილი წესი და რეგულაცია გაითვალისწინონ

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს თხოვნით მიმართავს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ყველა დადგენილი წესი და რეგულაცია გაითვალისწინონ, რათა ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ არ გაუარესდეს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობა 1-ელ მარტამდე, ერთი თვის განმავლობაში, ყველა ბიზნესს ეხმარება მათი თანამშრომლების უფასო ტესტირებაში.

„კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავთ როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე ბიზნესს, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად ზედმიწევნით დავიცავთ ყველა წესსა და რეგულაციას. აქედან გამომდინარე, შეგახსენებთ, რომ დადგენილია ბიზნესის ოპერირების სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს მათი მომხმარებლების უსაფრთხოებას, ასევე დადგენილია ტესტირების პროტოკოლები. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ მარტამდე, ერთი თვის განმავლობაში ყველა ბიზნესს ვეხმარებით მათი თანამშრომლების უფასო ტესტირებაში. ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ შესაძლებელი გახდეს შეზღუდვების ისეთი სახით შემსუბუქება, რომ ინფექციის გავრცელების გაზრდილი რიცხვები არ მივიღოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს