გია ვოლსკი ელისაშვილის განცხადებაზე - თუ გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთოს, ძალდატანება, ზეწოლა და არგუმენტები არ გაჭრის, მაგრამ მათ ადგილას არ ვიჩქარებდი

თუ გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთოს, რასაკვირველია ძალდატანება, ზეწოლა, არგუმენტები არ გაჭრის, მაგრამ მათ ადგილას არ ვიჩქარებდი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

“ხალხისთვის უნდა იქვას, რომ საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხვასაც, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, მათი მონაცემების შემოწმებასაც, ასე რომ, მათ ადგილას არ ვიჩქარებდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ყველა მასალა, ყველა რესურსი გააჩნია კომისიას, რომ მიიღოს ინფორმაცია, გაანალიზოს და გამოიტანოს სამართლიანი ვერდიქტი.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, როგორც ვოლსკი ამბობს 2013 წლიდან მათი მიზანი მხოლოდ რევოლუციური სცენარის განვითარებაა.

"მგონია, რომ კომისიის შექმნის ძალიან ეშინიათ, არ ვიცი ვისი სიტყვები მოვიშველიო - “გირჩელებმა” თქვეს ეს პირველად თუ მეორედ არ ვიცი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ოპოზიციურად განწყობილიც კი საკმაოდ ეჭვებშია, თუ რატომ არ შეიძლება უნდოდეს კომისიიაში მონაწილეობა ოპოზიციურ კლასტერს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ ომ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “პატრიოტთა ალაიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა