მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ მაკო გომურის მკურნალობის კურსი დააფინანსა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაშიც ეხმარება.

„როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი