კარლ ჰარცელი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა - პარლამენტში მუშაობა უდავო აუცილებლობაა

გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა. ჩვენ არ ვადგენთ თარიღს, ასევე არ ვწყვეტთ გაიმართება თუ არა მოლაპარაკებები, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა მხარეებს შორი საჭირო საერთო ენოს გამონახვა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ელჩმა ასევე უპასუხა შეკითხვას მმართველი პარტიის ინიციატივის შესახებ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

„ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის საკითხი, რომლის განხილვაც პოლიტიკური დიალოგის დროს შეიძლება. რა თქმა უნდა ერთ-ერთი საკითხი არის იმის გადაწყვეტა, როგორი შემადგენლობა ექნება, კომისიაში მონაწილეობაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე კომისიის მანდატი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვუსვამ ხაზს ოპოზიციის პარლამენტში მუშაობის მნიშვნელობას სწორედ ესეც არის, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, როგორიცაა საგამოძიებო კომისიების მუშაობა, ასევე მონაწილეობა მიიღონ რეფორმების განხილვაში, ამიტომ პარლამენტში მუშაობა უდავო აუცილებლობაა,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა