თამარ გაბუნია - საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მაკო გომურთან აუცილებლად იქნება კომუნიკაციაში, კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი

საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებლად მაკო გომურთან კომუნიკაციაში, ისევე როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ასევე ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის მოგვარების საკითხში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან მაკო გომურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში ხელმძღვანელების შეცვლა არ არის ის საკითხი, რომელმაც რაიმე წყვეტა უნდა გამოიწვიოს კომუნიკაციაში. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ რაიმე შეფერხება დაფიქსირდა, ეს დღესვე გამოსწორდება.

"ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის აქამდე მნიშვნელოვანი იყო მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის სერვისი, რომელიც მან მიიღო უცხოეთში, ასევე ქვეყანაში, სრულად დაფინანსდა სამინისტროს სახსრებით, დღევანდელი მდგომარეობით თუ მას აქვს ჯანმრთელობის საჭიროება ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს პასუხისგებლობით, საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებლად მასთან კომუნიკაციაში, ისევე როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ასევე ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის მოგვარების საკითხში. აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირ შეფერხებას ჩვენ არ მოველით და ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კუთხით, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალაშია და ბოლომდე მივიყვანთ. მე ვიცი, რომ არის სრული მზაობა და მობილიზაცია როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე, საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ბოლომდე და ნებისმიერი სერვისი, დახმარება, რაც სჭირდება მაკოს, მიიღოს,"- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა