თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, თებერვლის ბოლო კვირიდან გვექნება ვაქცინა ქვეყანაში და შევძლებთ, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია

ვფიქრობთ, თებერვლის ბოლო კვირიდან გვექნება ვაქცინა ქვეყანაში და შევძლებთ, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შერჩეულია 10 კლინიკა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება და ასევე, შერჩეულია სარეზერვო კლინიკებიც.

"ვაქცინას, როგორც იცით ველოდებით. პირველ ეტაპზე უნდა შემოვიდეს “ფაიზერის” ვაქცინა, დათქმული ვადები არის თებერვლის მეორე ნახევარი, ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლო კვირიდან გვექნება ვაქცინა ქვეყანაში და შევძლებთ, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია. შეირჩა კლინიკები, 10 კლინიკაა და არის ასევე სარეზერვო რამდენიმე კლინიკა, სადაც დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. “ფაიზერზე” ვსაუბრობთ და აქ ვაქცინაცია მოხდება დიდ საავადმყოფოებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში შერჩეულია 7 კლინიკა, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისში ორი კლინიკაა ამ ეტაპზე შერჩეული. მიმდინარეობს მათი პერსონალის ტრენინგი და მომზადება, რომ მზად იყვნენ ვაქცინაციის დასაწყებად”, - განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა