ანგელა მერკელი - ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს, კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყნის სწრაფი გახსნა შეცდომა იქნება, რადგან კორონავირუსის შემთხვევები ისევ გაიზრდება და კვლავ მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო.

„ქვეყნის სწრაფად გახსნა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ სწრაფად დახურო, როგორც ეს ჩვენმა ზოგიერთმა მეზობელმა გააკეთა, არ გვეხმარება. ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს. კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ იმ პირობით, რომ უფრო აგრესიული მუტაციები არ გავრცელდება“, - განაცხადა მან.

გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 14 თებერვლამდე მოქმედებს. ქვეყანაში სკოლები, ბაღები, სილამაზის სალონები, მუზეუმები და თეატრები დახურულია, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანპორტში კი პირბადის ტარებაა საჭირო.

იხილეთ ვიდეო: ვხედავ შუქს გვირაბის ბოლოს, კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ, იმ პირობით, რომ უფრო აგრესიული მუტაციები არ გავრცელდება - ანგელა მერკელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა