გია ხუხაშვილი არჩევნების 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარების ინიციატივაზე - ველოდები კობახიძისა და მდინარაძის აგდებულ კომენტარებს, რომ ეს არის “წითელი ხაზი”, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ

მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ და ველოდები კობახიძისა და მდინარაძის აგდებულ კომენტარებს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ეს არის “წითელი ხაზი”, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც შეაფასა “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს.

როგორც ხუხაშვილის აღნიშნავს, პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც საქართველო იმყოფება, სერიოზული რისკების შემცველია.

“ეს ინიციატივა მან ადრეც გაახმოვანა და მე ორივე ხელით მივესალმები. ჩვენ პოლიტიკურმა ელიტამ უნდა იფიქროს სახელმწიფო ინტერესებზე. ამ ტიპის პოლიტიკური ჩიხი, რაშიც ახლა ვართ, საშუალოვადიან პერსპექტივაში სერიოზული რისკების შემცველია. ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ამ წუთას პრობლემა არ აქვს, მაგრამ პრობლემის ფორმირება აუცილებლად მოხდება და ჩვენ მაღალი სახელმწიფოებრივი ფასის გადახდა მოგვიწევს”,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, "ლელო" და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა