ლევან დავითაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევა­ნ დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტის წევრ კახა კახიშვილთან და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც დეპუტამა აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, რაიონში ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

,,დღეს, ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან, პარლამენტის მაჟორიტარ წევრთან კახა კახიშვილთან ერთად ჩემსავე მაჟორიტარულ ოლქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ. ამასთანავე, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები ერთობლივად განვიხილეთ’’,-განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში რაიონში შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს: ვარკეთილის 4 მ/რ III კვ. N2 კორპუსის და ასევე წულუკიძის 4 შეს. კორპ. N5- N7 მიმდებარედ ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება. ვაზისუბნის 4 მ/რ I კვ. N13 და ამავე რაიონში ვაზისუბნის I მკ/რ N16 კორპუსების მიმდებარედ სკვერების კეთილმოწყობა ხდება, ხოლო წულუკიძის მე-4 შეს. V და VII კორპუსებში კი, სადარბაზოების შესასვლელების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა