ენერგოომბუდსმენი - თებერვალში მიღებული კომუნალური გადასახადების ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება შეეხება

თებერვალში მიღებული ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება,- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სუბსიდირების პროგრამის დასრულების შეეხება.

ენერგოომბუდსმენის სამსახური მომხმარებლებს მოუწოდებს, ნებისმიერი ინფორმაციის დაზუსტების ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, ინდივიდუალურად მიმართონ.

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებით განხორციელდა ენერგეტიკის სფეროს მომხმარებელთა სუბსიდირება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში, აგრეთვე მოიცვა დასუფთავების მოსაკრებელიც. მომხმარებლები, რომლებიც საანგარიშო თვის განმავლობაში მოიხმარდნენ 200კუბურ მეტრ და ნაკლებ გაზს და ასევე, 200 კვ.სტ და ნაკლებ ელექრტროენერგიას, სრულად გათავისუფლდნენ გადასახადებისგან. სუბსიდირების პირველი ეტაპი განხორციელდა მარტი-აპრილი-მაისის თვეებში 2020 წელს, ხოლო მეორე ეტაპი დაიწყო ნოემბერში და დასრულდება მიმდინარე წლის თებერვალში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 12 იანვრის მთავრობის №4 დადგენილებით ტერმინი „საანგარიშო თვე“ განისაზღვრა/დაზუსტდა როგორც „კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდი“. აღნიშნული გულისხმობს, რომ კონკრეტული თვეების სუბსიდირება განხორციელდება არა ზუსტად თვის დასაწყისიდან და დასასრულამდე არსებულ პერიოდში, არამედ, ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდების მიხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ეტაპისთვის ეს არის - 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, ნოემბერი-დეკემბერი, დეკემბერი-2021 წლის იანვარი და 2021 წლის იანვარი-თებერვალი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თებერვალში მიღებული ქვითარი იქნება ფინალური, რომელსაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება",-აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა