ისრაელმა ქვეყანაში შესვლა-გასვლაზე აკრძალვა 20 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ისრაელის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა კიდევ ორი კვირით - 20 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის დატოვება შეეძლება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ქვეყნის მოქალაქე არ არის და მუდმივად იქ არ ცხოვრობს, ასევე ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ და მათ, ვისთვისაც სპეციალური კომისიის მიერ გამონაკლისი იქნება დაშვებული. იგივე კომისია განიხილავს ქვეყანაში შესვლის თხოვნასაც.

საკითხების განხილვა შესაძლებელი იქნება ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდის მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა