Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 124.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 124.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 38.4 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 11.7%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.23%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 15.9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.3 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 59.4%-ს შეადგენს.

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 37.2% და 17.1%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

იხილეთ ვიდეო: Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 124.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა