ზუგდიდში დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დევნილთა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც სამუშაოები უკვე დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა სააგენტოს პრიორიტეტს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებასთან ერთად, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაც წარმოადგენს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 შენობის სახურავი შეიცვალა, რისთვისაც დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 800 000 ლარზე მეტი გამოიყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა