კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა

კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

როგორც AstraZeneca-ს წარმომადგენელმა განაცხადა, კვლევების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მისი ვაქცინა ნაკლებ დაცვას სთავაზობს დაავადების მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ.

სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, - განუცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა „ფაინენშალ თაიმსს“.

მისივე განცხადებით, კვლევაში მონაწილე 2 000 ადამიანიდან არცერთი ყოფილა ჰოსპიტალიზებული და არც გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულა.

”ამასთან, ჩვენ ვერ შევძელით სწორად დაგვედგინა ვაქცინის მოქმედება დაავადების მძიმე ფორმებსა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის სუბიექტები ძირითადად ახალგაზრდა ჯანმრთელი ზრდასრულები იყვნენ”, - აცხადებენ კომპანიაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა