ამირან გამყრელიძე - დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ 400 შემთხვევა, რაც გვაქვს, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია -„კომენდანტის საათის“ გაუქმების საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება

ჩვენ საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდ - აფეთქებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. „კომენდანტის საათის“ გაუქმების საკითხი არ განიხილება.

“დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა, ეს უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება.

მოგეხსენებათ, მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს - აი ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა