რომის პაპმა​ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ისტორიაში პირველად ქალი დანიშნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნატალი ბექარტს, რომელიც საფრანგეთიდანაა, ექნება ხმის უფლება ეპისკოპოსთა სინოდში, რომელიც განიხილავს რომის კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე სადავო საკითხებს.​

ბექარტი სინოდთან როგორც კონსულტანტი 2019 წლიდან მუშაობს.

როგორც კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, აღნიშნულმა აჩვენა, რომ ”კარი გაიღო”. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ასახავს პაპის სურვილს ეკლესიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებმა უფრო მეტი როლი ითამაშონ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი