„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია Soul პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა

„პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ განხორციელებული კამპანია Soul, რომელიც პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის Taycan-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დაგეგმეს და განახორციელეს, პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI Award-ის გამარჯვებულთა შორისაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, PRI Award, იგივე Porsche Retail Impulses თავის თავში მოიაზრებს ორიგინალური, განსხვავებული და ინოვაციური იდეის დაგეგმვა-განხორციელებას.

მათივე ცნობით, კონკურსი ტარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 26 ქვეყანას შორის. 2020 წლის PRI-ში 40 კონკურსანტი მონაწილეობდა და მათ შორის Soul-ის ინსტალაციამ მეორე ადგილი აიღო.

„Soul-ის კამპანიის დაგეგმვის ამოსავალი წერტილი სწორედ მისი ინოვაციურობა იყო. გვინდოდა, ჩვენი სათქმელი, საზოგადოებისთვის, განსხვავებული გზებით მიგვეწოდებინა. PRI-ში გამარჯვება მთელს გუნდს ძალიან გაგვიხარდა. კამპანიამ, განხორციელების ეტაპზე, ლოკალურ წარმატების მიაღწია, მაგრამ მაინც განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საუკეთესო კამპანიად ასახელებენ მას, ძალიან ბევრ და ძლიერ კონკურსანტებს შორის”,- განაცხადა „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ხოსროშვილმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე „პორშე ცენტრი თბილისისთვის“, მისი წარმოჩენისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის“.

„მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და საქართველოში დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიას საერთაშორისო გამარჯვება მოუტანა. ეს, თავისთავად, დადებითად აისახება, ზოგადად, ქვეყანაზეც. მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც კამპანიაში, ნებისმიერ ეტაპზე იყო ჩართული და თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში”, - აღნიშნა „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ.

ამასთან, კომპანიის ცნობით, “პორშე ცენტრი თბილისთან“ ერთად, ინსტალაციაზე “დოდო დიზაინის” გუნდმა იმუშავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა