ვატო სურგულაძე - მინისტრი აცხადებს, რომ თებერვლის რომელიღაცა რიცხვში 29 200 ცალ ვაქცინას მივიღებთ, მესამე მუშკეტერი იძახის 216 000 ვაქცინას მივიღებთ - რა ხდება, სად ვართ?!

აზერბაიჯანმა და საქართველოს უმეტესმა მეზობელმა ქვეყნებმა ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო, საქართველოში რა ხდება, სად ვართ?! - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში დროული და ხარისხიანი ვაქცინაცია დაიწყოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დროული და ხარისხიანი ვაქცინაციის დაწყება. როდესაც აზერბაიჯანმა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, რომელმაც ომი გადაიტანა შეიძლება ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სერიოზული ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და საკმაოდ დალაგებულად ატარებს. როცა მოლდოვა ხვალ ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს, როდესაც უმეტესმა ქვეყნებმა დაიწყო, გვაინტერესებს რა ხდება, სად ვართ?! როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ თებერვლის რომელიღაცა რიცხვში 29 200 ცალ ვაქცინას მივიღებთ და მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ მარტის თვეში მივიღებთ 180 000-დან 300 000-მდე, მესამე წარმომადგენელი, მესამე მუშკეტერი კი იძახის 216 000 ვაქცინას მივიღებთო. ესაა პრობლემა - რეალურად არ ვიცით, როდის რა იქნება“, - განაცხადა სურგულაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ კომერციულ ორგანიზაციებს ვაქცინის შემოტანა უნდა სთხოვოს.

„რაც შეეხება კომერციულ ვაქცინას, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ მათ შეეძლოთ შემოიტანონ ვაქცინა. აქ შემდეგ შეიძლება, სახელმწიფომაც იყიდოს მათგან ვაქცინა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო „კოვაქს პლატფორმას“ ელოდება, მაგრამ „კოვაქს პლატფორმა“ სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოგვაწვდის. სახელმწიფომ კი არ უნდა მოსთხოვოს, არამედ უნდა სთხოვოს კომერციულ ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. შემოიტანონ საქართველოში ვაქცინა!“ - განაცხადა სურგულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა