სხვადასხვა სამუშაოს გამო, 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის, სვანიშვილის და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და საბურთალოს რაიონებში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკორაიონების, ფერაძის, სოლოღაშვილის, ალვა გოგიძის, ვიქტორ ნოზაძის, პიმენ ყურაშვილის, ირინა ენუქიძის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის, სვანიშვილის და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა