ეკატერინე ტიკარაძისა და კლინიკური ჯგუფის წევრების შეხვედრაზე საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივაზე იმსჯელეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო covid-19-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივას.

გარდა ამისა, კლინიკური ჯგუფის წევრებმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითებზეც ისაუბრეს, რაც კოვიდ 19-ის შემდგომ მენეჯმენტსა და მართვას ითვალისწინებს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ვისაუბრეთ, საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივაზეც. ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე შემოგვთავაზა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. კლინიკურმა ჯგუფმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებზეც იმსჯელა, თუ რა გამოკვლევებია აუცილებელი ამ პერიოდში “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა