ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარონ

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარონ.

”Covax-ის წყალობით, უკრაინელი ექიმები და ექთნები მიმდინარე თვეშივე აიცრებიან. ზაფხულისთვის უკრაინაში მილიონობით სხვა დოზა ჩავა. Covax-ის გარდა, ასევე ვთხოვ ჩვენს წევრ ქვეყნებს, ვაქცინების კუთვნილი დოზების ნაწილი უკრაინას გადასცენ. პანდემიის შეჩერებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ვირუსს ყველა ქვეყანაში შევაჩერებთ,“- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარე თვეში დაიწყება. უკრაინა, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 40 მილიონს შეადგენს, Covax-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 8 მილიონ დოზას ელოდება. ამასთან, ქვეყანა ჩინური ვაქცინა CoronaVac-ის 5 მილიონ დოზას მიიღებს. გასულ კვირას, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ AstraZeneca-სა და Novavax– ის მიერ შექმნილი ვაქცინების 12 მილიონი დოზის მიღებაზეც მიაღწიეს შეთანხმებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა