კახეთში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1978 წელს დაბადებული თ.ნ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ თ.ნ.-ს და მიიმალა. დაშავებულ პირს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა