მაროკოში მიწისქვეშა საწარმოს დატბორვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მაროკოს ქალაქ ტანგიერში ძლიერი წვიმის შედეგად მიწისქვეშ მდებარე ტანსაცმლის არალეგალური ქარხანა დაიტბორა, რასაც სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა დატბორილი ქარხნიდან 10 მუშის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან საწარმოში მუშები კიდევ არიან ჩარჩენილები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს