თბილისის მერია - დგებუაძის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება

საბურთალოს რაიონში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.

„ლისის ტბის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. გასულ წელს დავიწყეთ ეს პროექტი, მოვაწესრიგეთ გვარამაძისა და ერისთავის ქუჩები. ახლა კი, დგებუაძის ქუჩაზე ვასრულებთ სამუშაოებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და ადგილობრივი მცხოვრებლები გრუნტის გზით გადაადგილდებოდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება.

საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა