მე-5 კლასიდან  მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

მოსწავლეების ნაწილისთვის, სკოლებში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

როგორც განათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირბადის ტარება სავალდებულო ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ იქნება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პირბადე მოსაწავლეებს მშობლებმა უნდა გამოატანონ.

იხილეთ ვიდეო: ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მე-5 და მე-12 კლასის ჩათვლით ყველა სკოლის მოსწავლეს ეხება

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა