თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკას“ მოწოდების პროცესში პრობლემას არ ვაწყდებით, ვაქცინა თებერვალი-მარტიდან უნდა შემოვიდეს

პრობლემას არ ვაწყდებით, „ასტრაზენეკას“ დოზებიც ისევე შემოვა, მალევე, როგორც იყო დაანონსებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და პირველი დოზები თებერვალი - მარტიდან უნდა შემოვიდეს.

,,პრობლემას არ ვაწყდებით, „ასტრაზენეკას“ დოზებიც ისევე შემოვა, როგორც იყო დაანონსებული. მოლაპარაკება უკვე დაწყებულია „ასტრაზენეკასთან“ და თებერვლიდან - მარტისკენ უნდა შემოვიდეს პირველი დოზები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 65 წლის ზევით პაციენტების მკურნალობისას არაეფექტურია. თამარ გაბუნიას განმარტებით, შესაძლებელია განიხილონ „ასტრაზენეკას“ ჩანაცვლება იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მისი გამოყენება შესაძლოა მიზანშეწონილი არ იყოს.

“მიმდინარე პროცესში მწარმოებელმა შესაძლოა, შეცვალოს ჩვენებები და სამიზნე ჯგუფები. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი რამ დაანონსებული არ ყოფილა. ჩვენ მივყვებით იმ მითითებას, რომელიც მითითებულია მწარმოებლის საინფორმაციო პაკეტში. ფაქტს, რომ “ასტრაზენეკა” შეიძლება არ იყოს ეფექტური 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დასაბუთება სჭირდება. ჩვენ არჩევანის შესაძლებლობა გვექნება და მეორე მესამე კვარტლიდან არის რამდენიმე ახალი ვაქცინა, რომელთაც აქვთ მაღალი სავარაუდო ეფექტურობა და მათი გამოყენება შეიძლება განვიხილოთ იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი “ასტრაზენეკას” გამოყენება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა