ამირან გამყრელიძე - თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისის თვისთვის დღიური შემთხვევების ოდენობა ათეულების ფარგლებში იქნება.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არ უნდა მოვდუნდეთ იმ რეკომენდაციებთან და რეგულაციებთან მიმართებით, რაც არის. ორი დღის წინ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა მონაცემები განაახლა და ჩვენ ისევ ვრჩებით პირბადის ტარების მაჩვენებლით 72%-ზე. ეს კარგია, 45%-იდან ავედით 72%-ზე. იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30. ეს არის მარტივი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს. პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება და ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი