ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს არსებული ყველა ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული.

„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა