ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავე სოფლის მკვიდრი მიმდინარე წლის 2 თებერვალს უკანონოდ დააკავეს. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

,,უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით”, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა