ირაკლი ზარქუა -  დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ე.წ. დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, რადგან იცის, რომ მაღალ ბარიერს მხოლოდ ის და “ქართული ოცნება" გადალახავს, ხოლო პატარა პარტიები გაქრებიან".

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, პარლამენტში პატარა პარტიები იყოს წარმოდგენილი და მზად არიან, ბარიერის დაწევის საკითხზე დიალოგისთვის.

"ჩვენ ყველა შეთავაზებაზე, რაც კონსტიტუციასა და სამართალში ჯდება, ოპოზიციას თანხმობა ვუთხარით. არა თუ საარჩევნო ბარიერის დაწევა, სისტემას ვცვლით და ელექტრონული საარჩევნო სისტემა შემოგვაქვს. მზად ვართ 0-დან 3-მდე ბარიერი განვიხილოთ, ოღონდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა ილაპარაკონ. მარგინალიზაციის გზა განვითარების გზა არ არის", - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა