მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, დაშავებულია ოთხი ადამიანი

მიანმარში, სადაც სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დედაქალაქ ნაიფიიდოში რეზინის ტყვიებით ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ქალია, რომელსაც დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს. მანამდე კი მათ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, რის საპასუხოდაც აქციის მონაწილეებმა პოლიციას პიროტექნიკა დაუშინეს.

ამასთან, პოლიციამ ქალაქ მანდალაიში სულ მცირე 27 დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, მიანმარში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები 1-ელ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, როდესაც არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა