ენტონი ბლინკენი - შეერთებული შტატები ნავალნის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისად იმოქმედებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები "კონსულტაციებს აწარმოებს და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან" რუსეთში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების შესახებ.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებს კონტაქტი აქვთ სხვა ქვეყნებთან, ”რომლებიც ძალიან შეშფოთებულნი არიან იმით, რაც ხდება არა მხოლოდ ნავალნისთან, არამედ სხვებთან დაკავშირებითაც, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ” რუსეთში.

როგორც მან CNN-თან საუბრისას განაცხადა, შეერთებული შტატები ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს.

”აშკარაა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ნავალნის მკვლელობის მცდელობისთვის. ეს არღვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას და სხვა ვალდებულებებს, რაც რუსეთს აკისრია. ამგვარი ნაბიჯი ასევე არღვევს აშშ-ს სანქციებს, რომლებიც კონგრესმა დააკისრა რუსეთს. ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად შევისწავლით და როდესაც შედეგები გვექნება, შესაბამისი გზით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ბლინკენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა