განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 150-ე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ბუნებრივ ფორმატში აღსადგენად სრულ მზადყოფნაშია. სკოლა ზედმიწევნით იცავს სამინისტროს რეკომენდაციებს და აკმაყოფილებს ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია: პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, შენობაში დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები, მოწყობილია ცხელების ოთახი და საკლასო ოთახებში მერხებს შორის დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით მშობელთა ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეთა მშობლებთან. ადმინისტრაცია მათ აწვდის ყველა სიახლეს, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ 150-ე საჯარო სკოლის პერსონალი და პედაგოგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, უკვე დარეგისტრირებული არიან შრომის ინსპექციის სპეციალურ პორტალზე. შესაბამისად, სკოლის თანამშრომლების 20%-ს ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება სავალდებულო ტესტირება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის სისტემური ტესტირება, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებამდე უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური აკვირდება და ამ მიმართულებით სკოლებში მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება”,-აცხადებენ უწყებაში.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს