სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეები გაცვალეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი პროცესი განხორციელდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს ერთი ტყვე გადასცა, აზერბაიჯანმა კი სომხებს 5 ტყვე დაუბრუნა.

„დღეს ომის ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა განხორციელდა. ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ რუსი სამშვიდობოების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად, რუსეთის თვითმფრინავმა ბაქოში ჩაიყვანა ტყვეობაში მყოფი ერთი ადამიანი, 5 ტყვე კი ერევანში დაბრუნდა,“- განაცხადა მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება, რომელმაც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაასრულა, სხვა პირობებთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლასაც ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა