დავით მათიკაშვილი - მელიას საქციელის ადეკვატური იქნება ყველა ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული

მელია საკუთარ თავთან მიმართებაში გადაწყვეტილებას თვითონ იღებს - სწორედ მისი საქციელის ადეკვატური იქნება ყველა ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, - ასე უპასუხა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კითხვას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს მელიას მიერ გირაოს არგადახდას.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არავის უნდა ეგონოს, რომ პოლიტიკოსობა, პარტიის ლიდერობა ინდულგენციას წარმოადგენს, რომ მართლმსაჯულებას თავი აარიდო.

„საზოგადოებამ საქმის შინაარსი ძალიან კარგად იცის. როგორ ხულიგნურად იქცეოდა ის, როცა სამაჯური ფაქტობრივად საზოგადოებას ესროლა. მელია საკუთარ თავთან მიმართებაში გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, ხოლო სამართლებრივი პროცესები იქნება ადეკვატური იმისა, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მელიას საქციელის ადეკვატური იქნება ყველა ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონით და პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა