თამარ გაბუნია - ყველა ვთანხმდებით, რომ ვაქცინების მობილიზებაა საჭირო, ევროკავშირის ქვეყნები, პირდაპირ მწარმოებლები და „კოვაქსი“ 3 მიმართულებაა, რომელიც ჩვენთვის სამუშაო არეალია

ყველა ვთანხმდებით, რომ ვაქცინების მობილიზებაა საჭირო, ევროკავშირის ქვეყნები, პირდაპირი მწარმოებლები და „კოვაქსი“ არის სამი მიმართულება, რომელიც დღეს ჩვენთვის სამუშაო არეალია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სადაც ვაქცინაციის გეგმაზე ისაუბრა.

თამარ გაბუნიამ ის ფაქტორები დაასახელა, რაც მოსახლეობის 60%-ის კორონავირუსზე ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

„რაც შეეხება პირველ ეტაპზე დოზების რაოდენობას, პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას, 30 ათას დოზას, რაც დაახლოებით 14 ათასი ჯანდაცვის მუშაკის აცრისთვის საკმარისია. გარდა ამისა, დაემატება 300 ათასამდე „ასტრაზენეკა“, პირველი და მეორე კვარტლის დასაწყისში. ეს არის ის საწყისი დოზები, რომელსაც საქართველო მიიღებს უფრო ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნები. ამის პარალელურად, არის მექანიზმები „კოვაქსის“ პლატფორმის გარდა. ეს მექანიზმია ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი მოლაპარაკება. ის ჭარბი დოზები, რაც შეიძინეს მიმწოდებლებიდან, გარკვეული ნაწილი შეუძლიათ, რომ გააზიარონ სხვა ქვეყნებზე. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასთან მიდის პირდაპირი მოლაპარაკება, ევროპარლამენტი ამის ფასილიტაციაში აქტიურად არის ჩართული. გარდა ამისა, რჩება ოფცია უშუალოდ პირდაპირ მწარმოებლებთან მოლაპარაკება, იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მათი წარმოების მოცულობის გაზრდასთან ერთად მივიღოთ ის რაოდენობა, რაც წლის ბოლომდე გვჭირდება. ის რომ ვაქცინების მობილიზებაა საჭიროა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს გეგმაშია ჩამოყალიბებული. ევროკავშირის ქვეყნები, პირდაპირ მწარმოებლები და „კოვაქსი“ არის სამი მიმართულება, რომელიც დღეს რეალურად ჩვენთვის არის სამუშაო არეალი. რამდენად მოხდება 60%-ის მოცვა, დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, თუ რამდენად სწრაფად გაზრდიან მწარმოებლები მოცულობას, რამდენად სწრაფად შემოვა დამატებითი ვაქცინები ბაზარზე, შემდეგ კი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ავითვისებთ მიღებულ ვაქცინებს“,-აცხადებს გაბუნია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა