ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში

მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რითაც სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის განმარტებით, როგორ აღსრულდება კანონი, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც მრავალჯერ დაარღვიეს "კომენდანტის საათი", ამას შესაბამისი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.

"გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მათი არსებობის განმავლობაში ვერასდროს მიიღეს არჩევნების გზით ხელისუფლება, მათ შორის" "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა და არა არჩევნებით, თორემ 2003 წელს არჩევნებში სულ სხვა პროცენტი ჰქონდა მიღებული, ამის შემდეგაც მათ მიერ ჩატარებული არჩევნები იყო ისეთი, რომელსაც ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი ჰქონდა. დამარცხდნენ 2012 წლის და შემდგომ არჩევნებშიც. ვერც ამ არჩევნებში გაიმარჯვეს და ერთადერთი, რაც მათ სწორ გზად მიაჩნიათ, ეს არის რევოლუციის გზა. რევოლუცია, რომელიც გამოიხატება, თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტების ტოტალურ ნგრევაში, მოსახლეობის დაპირისპირებაში და ქვეყნის არევაში. ის, რომ კოვიდის რეგულაციები უნდა დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. ანუ, ისინი ყველაფერს არღვევენ იმისათვის, რომ რამენაირად თავიანთი პოლიტიკური მიზანი მიღწეული იქნას სრულიად არაკანონიერი გზით. ერთ რამეს ვფიქრობ, დროზე არის ხოლმე ღონისძიებები გასატარებელი, იმისათვის, რომ ეს ბაცილა, კოვიდის პარალელური ბაცილა, პოლიტიკური კოვიდი, რომელსაც ავრცელებენ, დროზე აღიკვეთოს. იმიტომ, რომ არ არის კარგი, როდესაც მოქალაქეებს ასე, კანონის დარღვევისკენ თვითონ პოლიტიკოსები მოუწოდებენ. აქ, რომელ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი? ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკოსებმა არჩევნების შემდეგ, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემის გარშემო საკითხი ერთხელაც არ დასვეს. ძირითადად ლაპარაკია, როგორ აიცილონ თავიდან პასუხისმგებლობა და ლაპარაკი აქვთ იმაზე რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს ბარიერი, იმისთვის რომ თვითონ კომფორტულად მოხვდნენ პარლამენტში. იცით, ვინ არის პოლიტიკური ბაცილა? ის, ვინც მოუწოდებს...მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, აჯანყების მიმართვა, ეგ არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში.

„ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ "სახელმწიფოს" მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა, ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის - გვინდა მომავალი? ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ - ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი