საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად მემორანდუმი გაფორმდა

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა“ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“ აცნობეს, მემორანდუმს ხელი საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავება და გამოცემა; პრო ბონო მედიაციის განხორციელება წითელი ჯვრის ბენეფიციარებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა