ნიკოლოზ სამხარაძე - თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატობა არ უნდათ, ხელახლა დაწერონ განცხადებები და თვითონ მიაჭირონ მწვანე ღილაკს ხელი - ჩვენ კვლავ შევიკავებთ თავს და ამდენი იწილო-ბიწილოც დამთავრდება

თუკი ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატობა არ უნდათ, უფლებამოსილების შეწყვეტაზე ხელახლა დაწერონ განცხადებები, მოვიდნენ პარლამენტში და თვითონ მიაჭირონ მწვანე ღილაკს ხელი - ჩვენ კვლავ შევიკავებთ თავს და ამდენი იწილო-ბიწილოც დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

სამხარაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციას საკუთარი ხმები ჰყოფნის და ამ საქმეში მათ უმრავლესობა ხელს არ შეუშლის.

“ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ჩვენ ერთხელ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შევიკავეთ. თუ მათ სურთ, რომ პროცესი გაგრძელდეს, მაშინ განცხადებები ხელახლა უნდა შემოიტანონ. იმისთვის, რომ 51 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს, 51 ხმა არის საჭირო. არიან ზუსტად 51. შეუძლიათ განცხადებები შემოიტანონ, შემოვიდნენ დარბაზში, მწვანე ღილაკს ხელი მიაჭირონ, უფლებამოსილება შეუწყდებათ და ამდენი იწილო-ბიწილო დამთავრდება. ჩვენ ისევ თავს შევიკავებთ, რადგან ეს არის მანდატი, რომელიც მათ ამომრჩეველმა მისცა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი