ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია

საქართველომ COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd .

მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე“,-აცხადებენ უწყებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა