შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საუბარი, ასევე, შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ​წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.

ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა