მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე - ადამიანი რომ 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე

ადამიანი რომ 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა მელია აცხადებს, რომ დაკისრებულ გირაოს თანხას არ გადაიხდის, ამით კანონზე მაღლა აყენებს თავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კანონზე მაღლა აყენებს თავის თავს - პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და ახლა უკვე ნიკა მელია. თუ იმას ამბობს, რომ ახლა არ შეასრულებს, მანამდე ხომ შეასრულა და რა გამოდის, რომ კანონზე მაღლა უნდა დადგეს? რას ეუბნება მის თანამოქალაქეებს, მათ რა ქნან, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია? ყველას, მისი მომხრე იქნება თუ სხვა, მოუწოდებენ, რომ არ დაემორჩილონ და არ შეასრულონ კანონის მოთხოვნა. რაც არ უნდა ისაუბროს და სპეკულაციები გამართოს ნიკა მელიამ, მის გონებაში რა ხდება არ ვიცი, იძახის, რომ 2012 წლამდე ოპოზიციაში იყო. ადამიანი, რომელიც ასეთი დანაშაულების მიუხედავად, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა